კობახიძე ხიდაშელთან და ჯანელიძესთან დებატების მზაობას გამოთქვამს

1 month ago 24

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თინა ხიდაშელთან და მიხეილ ჯანელიძესთან დებატების მზადყოფნას გამოთქვამს.

„ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა თუ მათ აქვთ სურვილი, აბსოლუტურად მზად ვარ. ჩვენ მზად ვართ. ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში.თუ ეს სურვილი არსებობს, აქვე გიდასტურებთ ჩვენს მზაობას. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ ადამიანების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, მზად ვართ, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში“, — განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

მანამდე კობახიძემ თქვა, რომ მზად არის, დისკუსია ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანთან, ვინც „სხვანაირად გაიგო“ მთავრობის გადაწყვეტილება 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები.

კობახიძეს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრემიერთან საჯარო დისკუსიის მზადყოფნა გამოთქვა.

„მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი“, — ასე ჯანელიძემ ირაკლი კობახიძეს.

გამოწვევა მიიღო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„სად გვიბარებს, სად უნდა მივბრძანდეთ საჯარო დებატებისთვის? რომელ საკითხებზე ითხოვს საჯარო დებატებს?
ადგილი და საკითხები დაგვიზუსტეთ. ვიღებ გამოწვევას. მე, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მთელი ჩემი პროფესიული კარიერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში გავლიე, ადამიანი რომელიც ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გზაზე ვარ აგერ უკვე 25 წელზე მეტია ქვეყნისთვის მეტი სარგებლის, მეტი სტრატეგიული პარტნიორობის, მეტი პროგრამების მოსაზიდად“, — წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე ახადებს, რომ ხელისუფლებას ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია და „წაკითხულის გააზრება უჭირთ“ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს, ვინც მისი განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებად მიიღო.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“.

კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა რიგი საჯარო მოხელეების დემარში და მრავალათასიანი დემონსტრაციები, რომელსაც სპეცრაზმი ყოველდღიურად არბევს.

სრულად წაკითხვა