კომპანია Meta Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის შეფერხებით მუშაობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

1 week ago 11

კომპანია Meta, რომლის აპლიკაციებიც შეფერხებით მუშაობს, ხარვეზთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. X-ზე გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ კომპანია შეფერხების აღმოსაფხვრელად მუშაობს.

"ვაცნობიერებთ, რომ ტექნიკური პრობლემა გავლენას ახდენს ზოგიერთი მომხმარებლის შესაძლებლობაზე, ჰქონდეს წვდომა ჩვენს აპლიკაციებზე. ვმუშაობთ, რომ, რაც შეიძლება სწრაფად, ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე საათია, Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი შეფერხებით მუშაობს.

სრულად წაკითხვა