WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, უფასოდ მიიღონ მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მონაცემთა და ტექნოლოგიურ ფესტივალში — DataFest Tbilisi.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან ონლაინ სპრინტსა და დათათონში, რომელიც ქართულ ენაზე გაიმართება. მონაწილეების მიზანი იქნება დევნილთა საკითხებზე მუშაობა და შესაბამისი პროდუქტის შექმნა – მონაცემთა ბარათების ნაკრები (Data Cards), მცირე მონაცემთა დაფა (Dashboard), ინფოგრაფიკა ან მოკლე ანალიტიკური სტატია. ამასთანავე, ისინი დაესწრებიან თავად ფესტივალის სამდღიან სესიებს, რომლებიც ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს;
  • პირებს, რომლებსაც აქვთ დევნილის (IDP) სტატუსი, ან ცხოვრობენ კონფლიქტით დაზარალებულ თემებში საქართველოს ნებისმიერ წერტილში;
  • აქვთ მოტივაცია, სრულად ჩაერთონ ფესტივალის სამივე დღესა და ონლაინ სპრინტში;
  • ფლობენ ინგლისურ ენას;
  • შეუძლიათ თან იქონიონ პერსონალური ლეპტოპი.

ინიციატივა ხორციელდება DataFest Tbilisi-ს მიერ, ევროკავშირის (EU), ნორვეგიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. დაინტერესებულმა პირებმა 25 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/WRZEO