WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
კრაზანაჭამია (Pernis Apivorus)

“🟢 იცით, რომ კრაზანაჭამიას უახლოესი ნათესავები არწივი და ქორია?” – კითხულობს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და საინტერესო ფაქტებს აქვეყნებს საქართველოს ფაუნის წარმომადგენელ ფრინველთან დაკავშირებით:

მისი გევმონება გამორჩეული და ამასთანავე საკმაოდ ორიგინალურია. სახელიდანაც მიხვდებით, რომ კრაზანაჭამიას მთავარი დელიკატესი კრაზანები და მათი ლარვებია. „ნადირობისას“ ფრინველი მშვიდად აკვირდება გარემოს, მწერის შენიშვნის შემდეგ, შეისწავლის მისი ფრენის ტრაექტორიას და ადვილად პოულობს კარგად დამალულ ბუდეს. ბუდის მიგნებისთანავე, კრაზანჭამია ძლიერი კლანჭებითა და ნისკარტით იწყებს მიწის თხრასა და ბუდის დაშლას, სანამ მისთვის სასურველ ლარვებამდე არ მიაღწევს.

გაბრაზებული მწერების თავდასხმისგან თავის დასაცავად, კრაზანაჭამიას თვალებისა და ნისკარტის გარშემო განსაკუთრებული, ქერცლისებური და მჭიდროდ განლაგებული ბუმბული აქვს, რომელიც ეფექტურად იცავს მას მტკივნეული ნაკბენებისგან.

ქართველოში კრაზანაჭამია, რომელსაც ასევე ირაოს სახელითაც იცნობენ, გადამფრენი და ბუდოობრივი სახეობაა. ის ჩვენთან მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გვხვდება.

კრაზანაჭამია (Pernis Apivorus)
პარალელი