16 ოქტომბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 17 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში.
ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით, სექტემბრში ლარი ძირითადად გამყარდა, რიგ შემთხვევაში დინამიურადაც, თუმცა ასევე სახეზე იყო რყევებიც და რიგ შემთხვევაში გაუფასურებაც, რყევების ფონზე, რაც ოქტომბერშიც გაგრძელდა.
აშშ დოლართან მიმართებაში, რამდენიმე თვის განმავლობაში სახეზე იყო ძირითადად ლარის დინამიური გამყარება, თუმცა აგვისტოს ბოლოსკენ და სექტემბრის დასაწყისში საყურადღებო რყევები დაფიქსირდა, შემდეგ კი ლარის კურსი ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა, გამყარების ნიშნებით, თვის ბოლოსკენ ისევ საყურადღებო რყევები დაფიქსირდა, თუმცა ოქტომბერი სტაბილური კურსით დაიწყო, გამყარების დინამიკით და ბოლო 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის:
13 ოქტემბერი – 2.5994;
14-15 ოქტემბერი – 2.5989;
16 ოქტემბერი – 2.5987.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0005 ლარით და 1 აშშ დოლარი 17 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 2.5982 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ევროსთან მიმართებით ლარი სექტემბრის დასაწყისში მცირე რყევებით დასტაბილურდა, შემდეგ კი სტაბილურობასთან ერთად ძირითადად სახეზეა დინამიური გამყარება. ოქტომბერში კი სახეზეა რყევები, ხოლო ბოლო დღეებში დინამიური გაუფასურება დაფიქსირდა, ბოლო 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
13 ოქტემბერი – 2.9066;
14-15 ოქტემბერი – 2.9074;
16 ოქტემბერი – 2.9129.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, საგრძნობლად 0.0145 ლარით და 17 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 2.9274 ლარი ეღირება.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებით ძირითადად ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობა გამოიკვეთა, მცირე რყევებით და ძირითადად გაუფასურებით. ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა დღის ვაჭრობასთან შედარების ჩვენებით) სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 17 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი უმრავლეს შემთხვევაში გაუფასურდა, რიგ შემთხვევაში, საგრძნობლადაც კი:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4676 ლარი (გაუფასურდა 0.0241 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0525 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.5982 (გაუფასურდა 0.0003 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5284 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1823 ლარი (გაუფასურდა 0.0085 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1589 ლარი (გაუფასურდა 0.0294 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8854 ლარი (გაუფასურდა 0.0022 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.7362 ლარი (გაუფასურდა 0.0023 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.4114 ლარი (გაუფასურდა0.0361 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6455 ლარი (გამყარდა 0.0012 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0146 ლარი (უცვლელი დარჩა).
ოქტომბრის დასაწყისში რუსულ რუბლთან მიმართებით ლარის ორდღიანი საგრძნობი გამყარების შემდეგ ლარი ისევ გაუფასურდა. თუმცა ბოლო ვაჭრობებზე ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობაზე, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:
13 ოქტემბერი – 3.1011;
14-15 ოქტემბერი – 3.0926;
16 ოქტემბერი – 3.1020.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0085 ლარით და 17 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0935 ლარი.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
paraleli პოლიტიკა