მარნეულის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი დაიღუპა

1 day ago 3

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მარნეულის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე, ზიადინ მამედოვი დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევების გამოძიებას, როგორც წესი, სამხედრო პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 25 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო და ოჯახს უსამძიმრებს.

„გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებს სამინისტრო.

სრულად წაკითხვა