2024 წლის მიწურულს, ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან კომენტარში კილიან მბაპემ პირობა დადო, რომ 2025 წელს თამაშს მოუმატებს.
"ვიცი, რომ ბევრად მეტი შემიძლია და ამის უნარი შემწევს - 2025 წელს ყველაფერს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრებმა მბაპეს საუკეთესო ვერსია იხილონ", - განაცხადა ფრანგმა.
შეგახსენებთ, 26 წლის სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში თავი 13 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.