მედიაომბუდსმენი გმობს მომიტინგეებისა და მედიის ძალადობრივ დარბევას თბილისში

3 weeks ago 25

მედიის უფლებადამცველმა ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენმა" განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმო თბილისში პოლიციის მიერ ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული სისასტიკე საპროტესტო აქციის ძალადობრივი ჩახშობის და დარბევის დროს 28-29 ნოემბერს. მან მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყონებლივ დაიწყონ გამოძიება.

"მედიაომბუდსმენის" მტკიცებით, საქმეებს უნდა მიენიჭოს საქმიანობაში ხელშეშლისა და დევნის კვალიფიკაცია. მედიის უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს ჟურნალისტთა უფლებებს.

აქციის დროს და მის შემდეგ გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები აქციის დროს ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან, ხელს უშლიან მათ საქმიანობაში და გამორჩევით სცემენ კიდეც. რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა.

საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ განახლდა, რაც 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ქვეყნის პრეზიდენტი, ოპოზიციური გაერთიანებები და დასავლელ ლიდერთა ნაწილი დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 40-ზე მეტი ადამიანი და მათ ბრალად დაუმორჩილებლობა, წვრლიმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად. ასევე, წაყენებულია რამდენიმე უფრო სერიოზული ბრალიც.

ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტია" ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტებზე სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებზეც. მათ შორის, "ტვ ფორმულას" ჟურნალისტ გურამ როგავას წინააღმდეგ, რომელსაც თავში ჩაარტყეს და ონლაინ-გამოცემა "პუბლიკის" ჟურნალისტის - ლექსო ქეშელაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ცხვირი გაუტეხეს და მოგვიანებით ოპერაცია დასჭირდა.

სრულად წაკითხვა