მეტრო "რუსთაველის" და „თავისუფლების მოედნის“ გასასვლელებში პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკს და ნივთებს უმოწმებს

2 weeks ago 8

თბილისში, მეტროსადგურ "რუსთაველის" გასასვლელში პოლიცია საქართველოს დროშიან მოქალაქეებს აჩერებს. 

კადრების თანახმად, რომელსაც Facebook-ზე On.ge ავრცელებს, პოლიციას ეს ადამიანები ცალკე ოთახში გაჰყავს. 

დაახლოებით იგივე ხდება მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მეტროდან ამოსული მოქალაქეების ნაწილს ჩხრეკს, ასევე ამოწმებს ჩანთებს და პარკებს, რითაც ისინი გადაადგილდებიან.

როგორც პოლიციის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, ახდენენ მოქალაქეთა ზედაპირულ დათვალიერებას, რის უფლებასაც მათ „პოლიციის შესახებ“ კანონი აძლევთ.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
ცნობისთვის, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. 
ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც. ასევე, სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს. დაკავებულია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი.

წყარო: ​tia.ge​​​

სრულად წაკითხვა