“მიყვარხართ, ბევრი ლამაზი დღეები მახსოვს თქვენთან ერთად” – სოფო ნიჟარაძე მიმართვას ავრცელებს

1 week ago 6

“მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას ბრიფინგს, სოციალურ ქსელში მომღერალი, სოფო ნიჟარაძე ეხმაურება.

“მიყვარხართ. ბევრი ლამაზი დღეები მახსოვს თქვენთან ერთად, სულ დასაწყისში, რამდენი რამ გამოვიარეთ, სულ პრობლემებში, მაგრამ მთავარი თქვენი ძალაა, ერთიანობა, ბრძოლისუნარიანობა ყველგან და ყოველთვის.

დაუმარცხრებლები მგონიხართ, ასეა ეს“, – წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, არხი დახუროს. გიორგი გაბუნიას თქმით, იბრძოლებენ და სადამდეც შეეძლებათ, იქნებიან ეთერში.

სრულად წაკითხვა