როგორც მოგეხსენებათ, გერმანიის მეორე ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში “პადერბორნმა” შინ “კარლსრუე” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქართველ ფეხვურთელს შრომა დაუფასდა. შესაბამისად, ბუდუ ზივზივაძე მე-17 ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის.
ცნობისთვის, ზივზივაძე 12 გოლი ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.