მოქალაქე, რომლის განცხადებითაც, საპატრიარქოსთან რუსთავის მიკროავტობუსს ელოდებოდა და გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, 500 ლარით დააჯარიმეს

6 days ago 6

1

მოქალაქე გიორგი მამისაშვილი, რომლის განცხადებითაც, საპატრიარქოსთან რუსთავის მიკროავტობუსს ელოდებოდა და გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, 500 ლარით დააჯარიმეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ მიიღო. მან გიორგი მამისაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლემ მამისაშვილის გარეშე გამოაცხადა, ვინაიდან როგორც ის აცხადებს, რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა მოუწია და პროცესს ვერ მიუსწრო.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცი რა კოდექსი დავარღვიე. საპატრიარქოსთან ვიდექი და ტრანსპორტს ველოდებოდი. არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია”,- აცხადებს მამისაშვილი.

მას 10 დეკემბერს სანაპიროზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

სრულად წაკითხვა