როგორც იცით, გუშინ მადრიდის “რეალმა” “სევილია 4-1 გაანადგურა და ლა ლიგაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
გოლები კილიან მბაპემ, როდრიგომ, ვალვერდემა და ბრაჰიმ დიასმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ ფრანგმა სტრაიკერმა ბლანკოსის ტელევიზიასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:
ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბოლო რამდენიმე თვეში ბევრად უკეთესები გავხდით. სევილიასთან თამაში ყოველთვის რთულია და ყატარში მოგზაურობის შემდეგ ცოტა დაღლილები ვიყავით. მაგრამ პირველ ტაიმში ყველაფერი მივიღეთ და ძალიან ვითამაშეთ.”
“ძალიან კარგი გოლები გავიტანეთ და ვცდილობდით გუნდურად გვეთამაშა მოწინააღმდეგის ნახევარზე და ვფიქრობ, რომ მადრიდელები აღფრთოვანებული იქნებიან დღევანდელი თამაშით.
"ვფიქრობ, ახლა უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს. მე გუნდს შევუერთდი და ამან ბევრი რამ შეცვალა.”
“მწვრთნელი მოვიდა და გვითხრა მოწესრიგების პერიოდი მორჩა. გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ და უკეთ ვთამაშობ.” - განაცხადა კილიანმა.