ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი დაკრძალეს

1 week ago 6

ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 არასრულწლოვანი დაკრძალეს.

ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია 5 იანვარს დატრიალდა. ადგილობრივების თქმით, ღუმელის დანთებისას ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია, რასაც ცეცხლის აალება მოჰყვა.

დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი – 8 თვის. ბავშვების ბებია კლინიკაშია მოთავსებული.

მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

სრულად წაკითხვა