"ორლანდო მეჯიქსი" შესანიშნავ ფორმაშია - როგორია გოგა ბითაძის შედეგი "ბრუკლინთან"

3 weeks ago 8

გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" ბოლო თორმეტი შეხვედრიდან მეთერთმეტე მატჩი მოიგო. ფლორიდელებმა ამჯერად ნიუ იორკის შემოგარენში, "ბრუკლინ ნეტთსთან" გაიმარჯვეს – 123:100.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამჯერად თავი დაფარებებით გამოიჩინა: მის ანგარიშზე 5 ბლოკ-შოტი, 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა. სასტარტოში იყო სეზონის დასაწყისში ორლანდოს ნომინალური ცენტრი ვენდელ კარტერი. მან გოგაზე 1 წუთით მეტ ხანს ითამაშა და შედეგიანი იყო – 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი. ორლანდოელთაგან ქულების მხრივ საუკეთესო გერმანელი ფრანც ვაგნერი იყო – 29 ქულა.

"მეჯიქს" 14 მოგება, 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. ოთხი გამარჯვებით ჩამორჩება ლიდერ "კლივლენდს"

ბითაძეს მომდევნო მატჩი კვლავ ბრუკლინში 2 დეკემბერს ელის. - gbf.ge

სრულად წაკითხვა