“ოცნების”მომხრეებო, როგორც არ უნდა გაღიზიანებდეთ, ესენი აღმოჩნდნენ მწამებლები, მწვალებლები და ჯალათები- ინგა გრიგოლია

1 week ago 7

წაკითხვა: 10

“ოცნების”მომხრეებო, როგორც არ უნდა გაღიზიანებდეთ, ესენი აღმოჩნდნენ მწამებლები, მწვალებლები და ჯალათები – განაცხადა ინგა გრიგოლიამ 12 დეკემბერს, საკუთარ გადაცემაში, როდესაც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაპატიმრებული ადამიანების შესახებ ისაუბრა.

გრიგოლიას თქმით, “ქართული ოცნება”არ არის ხელისუფლება, არამედ,  ეს არის მწამებლების და ჯალათების დაჯგუფება.

გრიგოლიას აინტერესებს იმ მომღერლების ვინაობა, რომლებიც 14 დეკემბერს, საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე აპირებენ გამოსვლას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან.

“მართლა მაინტერესებს იმ მომღერლების სია, ვინც იმ სისხლიან რუსთაველზე იმღერებს.

სისასტიკის ისეთი ხარისხი გვაჩვენა “ქართულმა ოცნებამ”, რასაც ალბათ ვერც კი დავუშვებდით. არ მოსწონთ ვიღაცებს, მაგრამ ასეთი სისასტიკე ჩვენ, ამ ქვეყანაში, ამდენი დღე და ღამე, არ გვინახავს, არ ვსაუბრობ 90 – იან წლებზე და თბილისის ქუჩებში რაც ხდებოდა.

“ოცნების” მომხრეებო, როგორც არ უნდა გაღიზიანებდეთ –   ეს, ხელისუფლებადწოდებული დაჯგუფება აღმოჩნდა ყველაზე სასტიკი. თქვენ თუ არ გიმტვრევენ კარს, თქვენ შვილებს თუ არ ასისხლიანებენ, თქვენ შვილებს თუ არ აწამებენ, 5-7 კაცი ერთად თუ არ ურტყამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამდენი დაჭერილი ადამიანი არ გადის ამ გზას, ამიტომ, შეირგეთ, დაიჯერეთ, რომ ეს ხალხი, ვინც ჯერ კიდევ მოგწონთ, ძალიან მცირე ხართ ეს ნაწილი, ესენი [“ქართული ოცნება] აღმოჩნდნენ მწამებლები, მწვალებლები და ჯალათები”- განაცხადა ინგა გრიგოლიამ .

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა