პირდაპირი ეთერის მოთხოვნით პირველ არხთან აქცია იმართება

3 weeks ago 12

პროევროპული პროტესტის მონაწილეების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან პირდაპირი ეთერი მოთხოვნით აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პროტესტის არაობიექტურ გაშუქებას და ითხოვენ პირდაპირ ეთერს ნინო ზაუტაშვილის წამყვანობით.

აქციის მონაწილეებთან გამოვიდნენ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და არხის გენერალური დირექტორი თინა ბერძენიშვილი. ბერძენიშვილი ამბობს, რომ განიხილავს მათ მოთხოვნებს და დაგეგმავს ეთერს.

„ვასილ ვასილ მაღლაფერიძე ჩემი მასწავლებელი იყო, ახლა მისკენ გახედვაც არ მინდა.
გამარჯობას არ მეუბნება, ვითომ არ მიცნობს“, — განაცხადა ნინო დარასელმა და თქვა, რომ ვასილ მაღლაფერიძე როცა მას სამშობლოს სიყვარულს და ჟურნალისტიკას ასწავლიდა, თურმე ტყუოდა.

„კარგად ვერ გასწავლეთ ეტყობა“, – უპასუხა მაღლაფერიძემ.

„ან გადადექით, ან საქართველოს მხარეს დადექით“, — მიმართა დარასელმა მაღლაფერიძე.

აქციის მონაწილეების ნაწილი შევიდნენ შენობის ფოიეში. ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ სამი ადამიანის ეთერში შეშვება პრობლემა არ არის და ახლაც აქციიდან პირდაპირი ეთერი გადის, თუმცა სტუდიაში გადაცემის ფორმატს არხი გადაწყვეტს.

„ამას არხი გადაწყვეტს. ჟურნალისტები გადაწყვეტს. თქვენ ვერ გადაწყვეტთ. ჩათვალეთ რომ გამორიცხული“, — მიმართა მაღლაფერიძემ აქციის მონაწილეებს.

აქციის მონაწილეები ნინო ზაუტაშვილთან და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმდნენ, პირდაპირ ეთერზე 20:00 საათზე.

სრულად წაკითხვა