პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩხრეკას ატარებს

2 weeks ago 17

ოთხ დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახალის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლის სახლში.

შსს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ პარტია „ახალის“ ოფისში, „ბესიკის ბიზნესცენტრში“ და ჩხრეკა ჩაატარეს.

პარტიის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პოლიციელებს ეკითხებოდა, რის საფუძველზე იყვნენ შესულები, თუმცა პასუხი არ მიუღია. პოლიციელებმა 15:45 საათისთვის დატოვეს ოფისი.

პოლიციელები ამ წუთებში [16:20 საათი] შესულები არიან „დროასა“ და „გირჩის“ საერთო ოფისში ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე.

ელენე ხოშტარია პოლიციელებს უხსნის, რომ ინვენტარის ნაწილი რაც ოფისშია - პუფები, გენერატორები - აქციისათვის სჭირდებათ, რათა „ბიძინა ივანიშვილს უთხრან, რომ არის რუსეთის მონა“.

პოლიციელები არიან ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისში [16:20]. ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ამავდროულად, ჩხრეკა ტარდება ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლშიც.

მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“.

აქციები მე-7 დღეა გრძელდება.

სრულად წაკითხვა