პრეზიდენტმა ბაიდენმა შეიარაღებული ძალების გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა

16 hours ago 3

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კ.ბრაუნმა უმცროსმა, 16 იანვარს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პატივსაცემად გამოსამშვიდობებელი ცერემონია გამართეს გაერთიანებულ ბაზა მაიერ-ჰენდერსონ -ჰოლში (ვირჯინია). ცერემონიაში ასევე მონაწილეობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ და აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა გახსნეს. მათ ბაიდენს მადლობა გადაუხადეს იმ ყურადღებისა და ზრუნვისთვის, რომელსაც იგი პრეზიდენტობის დროს სამხედროებისადმი იჩენდა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ბაიდენმა სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურეს და მათ ოჯახებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ავლენენ მათთვის საყვარელ ადამიანებისადმი, რომლებიც სამხედრო მოვალეობას იხდიან შეერთებული შტატების წინაშე. ამავე დროს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ყველა ამერიკელი ვალშია სამშობლოს დამცველების წინაშე.

უფრო ადრე შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი, 82 წლის ჯო ბაიდენი, უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 იანვარს, ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართვით გამოემშვიდობა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მასში დიდ შეშფოთებას იწვევს მცირერიცხოვანი უმდიდრესი ადამიანების ხელში ძალაუფლების სახიფათო კონცენტრაცია. ბაიდენის თქმით, დღეს ამერიკაში ყალიბდება ოლიგარქია, რომელსაც უზარმაზარი სიმდიდრე, ძალაუფლება და გავლენა აქვს და ემუქრება დემოკრატიას, ძირითად უფლებებს და თავისუფლებას და სხვების მიერ წარმატების პატიოსნად მიღწევის შანსებს.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.

78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017-2021 წლებშიც.

სრულად წაკითხვა