„პუბლიკის“ ჟურნალისტს ნიღბიანი პირები მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ

2 weeks ago 9

ცისფერ გალერეასთან გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს ნიღბიანი პირები მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ცისფერ გალერეასთან აქციის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტი უკან ბრუნდებოდა.

მინდია გაბაძეს დაზიანებები აქვს სახის არეში მიყენებული. ის ახლა პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

„ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს „ქართული ოცნების” „ტიტუშკა” ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციას მოძალადე არ დაუკავებია“, – წერს „პუბლიკა“.

სრულად წაკითხვა