რიაბკოვი: კრემლში დასავლეთთან პატიმრების კიდევ ერთ გაცვლაზე ფიქრობენ

1 week ago 7

ტელეარხ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი ამბობს, რომ “რუსეთი ნამდვილად მზად არის განიხილოს” პატიმრების კიდევ ერთი გაცვლა, იმის მსგავსი, როგორიც აგვისტოში მოხდა.

მისი თქმით, ახალი შეთანხმება „წინ გადადგმული ჯანსაღი ნაბიჯი იქნებოდა განსაკუთრებით (აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის) შემდეგი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებისას.“

რუსეთის საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ „არ სურს პროგნოზების გაკეთება,“ მაგრამ აცხადებს, რომ ამგვარი შეთანხმებები აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, თუმცა "მოითხოვს მრავალეტაპიან თუ მრავალსაფეხურიან მიდგომას ორივე მხრიდან“.

ერთი მხრივ, რუსეთს და მეორე მხრივ, აშშ-ს და დასავლეთის ქვეყნებს შორის, წელს აგვისტოში პატიმრების მსხვილი გაცვლა მოხდა: მოსკოვმა აშშ-ს და გერმანიას გადასცა 16 პირი, მათ შორის პოლიტპატიმრები და სანაცვლოდ მიიღო დასავლეთის ციხეებში მყოფი რვა რუსი.

მოელიან, რომ რუსეთს და დასავლეთს შორს გაცვლა თებერვალში მოხდება. ზოგიერთმა პირმა უკვე ითხოვა, არ შეიყვანონ გასაცვლელი ადამიანების სიაში. ესენი არიან რუსი სოციოლოგი, ბორის კაგარლიცკი, რომელიც "ტერორიზმის გამართლებისთვის" ხუთწლიან სასჯელს იხდის და ომის მომხრე ბლოგერის მკვლელობის შესახებ პოსტისთვის გასამართლებული აქტივისტი, იაროსლავ შიშიკოვი.

სრულად წაკითხვა