როგორც კი გადადგება პრემიერი, 2 კვირაში არჩევნები უნდა დავნიშნო – სალომე ზურაბიშვილი

2 weeks ago 7

წაკითხვა: 8

“როგორც კი გადადგება პრემიერი, 2 კვირაში არჩევნები უნდა დავნიშნო”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 5 დეკემბერს, პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში. სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, შესაბამისად არც მთავრობას.

“პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და რაღაცები და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი და როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები.

უნდა იყოს ერთად მოლაპარაკებული, როგორ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები. ეს არის კომპრომისი, ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის ქვეყნისთვის გამოსავალი, ეს არის სტაბილურობა, ეს არის მშვიდობა, ეს არის ქვეყნის მომავალი, რომელიც იქნება ურყევი, თავისუფალი და დემოკრატიული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა