რომის პაპმა უკრაინელებს და რუსებს „ძმები“ უწოდა

6 days ago 6

რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოს მშვიდობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამჯერად, კუნძულ კორსიკიდან, სადაც 15 დეკემბერს იმყოფებოდა.

ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ილოცა მშვიდობისთვის პალესტინაში, ისრაელში, ლიბანში, სირიაში, მთელ ახლო აღმოსავლეთსა და მიანმარში.

ვატიკანის ცნობითვე, რომის პაპმა ღვთისმშობელს შესთხოვა ნანატრი მშვიდობა უკრაინელი და რუსი ხალხებისთვის, რომლებსაც უწოდა „ძმები, ბიძაშვილები“.

„დაე, ისინი ურთიერთგაგებამდე მივიდნენ. ომი ყოველთვის მარცხია“, - მოჰყავს ვატიკანს რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვები.

უკრაინაში მკვეთრად უარყოფით რეაქციებს იწვევს მოსაზრება უკრაინელებისა და რუსების „ძმობის“ შესახებ, რადგან მათი „ისტორიული ერთიანობა“ კრემლის პროპაგანდისტული იდეოლოგიაა.

2024 წლის მარტში კიევისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა რომის პაპ ფრანციკეს განცხადებას, რომ უკრაინამ ახალი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად „თეთრი დროშის გამბედაობა" უნდა გამოიჩინოს.

სრულად წაკითხვა