WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის კალინინგრადის ოლქში ჩამოვარდა რუსული არმიის გამანადგურებელი სუ-30. კატასტროფა 21 ოქტომბერს მოხდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.

უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი რუსი ე.წ. Z-ბლოგერების თანახმად, 21 ოქტომბერს რუსეთის არმიამ კიდევ ერთი გამანადგურებელი დაკარგა.

თავდაცვის სამინისტროს ვერსია

გამანადგურებელი სუ-30, რომელმაც კატასტროფა კალინინგრადის ოლქში განიცადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „გეგმურ სასწავლო-საწვრთნელ ფრენას“ ასრულებდა.

ოფიციალური ცნობის მიხედვით, გამანადგურებელი დაუსახლებელ რაიონში ჩამოვარდა, ეკიპაჟის ორივე წევრმა კატაპულტირება მოასწრო და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

რუსული ტელეგრამ-არხის, Mash-ის წყაროთა ცნობით, პილოტებმა საშუალო სიმძიმის ტრავმები მიიღეს და სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან.

კიდევ ერთი სუ-30?

უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერმა რუსმა ე.წ. სამხედრო ბლოგერმა კირილ ფიოდოროვმა 21 ოქტომბერს საღამოს თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა სუ-30 ტიპის გამანადგურებლის ფოტო და მოკლე ტექსტი, რომლის მიხედვითაც, ამ დღეს რუსეთმა მეორე თვითმფრინავიც დაკარგა.

იგივე დაწერა ომის მხარდამჭერმა ტელეგრამ-არხმა Fighterbomber-მაც. დეტალები არცერთ მათგანს არ დაუკონკრეტებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეორე გამანადგირებლის კატასტროფის შესახებ არაფერი უთქვამს.