რუსთაველის თეატრი განცხადებას ავრცელებს

2 weeks ago 13

წაკითხვა: 1

რუსთაველის თეატრი განცხადებას ავრცელებს:

“რუსთაველის ეროვნული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას! დემონსტრაციების პირველივე დღიდან მოიხსნა ყველა სპექტაკლი და ღონისძიება, თეატრის კარი 24 საათის განმავლობაში ღია იყო დემონსტრანტებისთვის. თეატრის დაცვას დახმარებას უწევდნენ თეატრის სხვა თანამშრომლებიც, რათა ახალგაზრდები არ დაშავებულიყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე მოვლენების დროს, მატერიალური ზიანი მიადგა თეატრის შენობას, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება გამოიჩინა და აგვარიდა უფრო დიდი უარყოფითი შედეგი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს თეატრის შენობის სახურავიდან (რომელზედაც, ფეხით გავლა შეუძლებელია შენობის კონსტრუქციიდან გამომდინარე) ახალგაზრდების მიმართულებით ისროდნენ ცრემლსადენ კაფსულებს.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის ტყუილი! ასეთ ემოციურ ფონზე, ასეთ ცილისწამებას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს!აქედან გამომდინარე უმორჩილესად გთხოვთ, არ აჰყვეთ ამ ცრუ ინფორმაციას! რუსთაველის ეროვნული თეატრი ყოველთვის თავისი სამშობლოს და ქართველი ხალხის გვერდით იდგა და იდგება!”- ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა