“რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.
პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავებოდა.
პროკურატურამ ფრიდონ ბუბუტეიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.
20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი 9 მაისს დააკავეს.