“სანქციები მხარდამჭერების პირველ წრეზსაც… ბიზნესმენები, თუ სხვები” – რა თქვა პრეზიდენტმა ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე

16 hours ago 3

1

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე ჩართვისას, რომელიც საქართველოს საკითხს ეხება, თქვა:

“ჩემი მესიჯი თქვენთვის არის, რომ თქვენ უნდა დადგეთ მტკიცედ. ვგრძნობ, რომ მხარს გვიჭერენ ამერიკელი მეგობრები, ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. თუ რუსეთი ნახავს, რომ შეუძლია ეს გაუვიდეს, მისი სტრატეგია გაიმარჯვებს. არ უნდა იქნას აღიარებულია არჩევნები, არ უნდა იქნეს აღიარებული დე ფაქტო პრეზიდენტი. უნდა მოხდეს ზეწოლა სანქციებით, არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებზე, არამედ მათი მხარდამჭერების პირველ წრეზეც. ყველგან ასეა ერთპარტიულ სისტემებში, ისინი დამოკიდებული არიან მხარდამჭერებს პირველ წრეზე, იქნებიან ესენი ბიზნესმენები თუ სხვები. ამიტომ, სანქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით და ის ასუსტებს ავტოკრატიულ და პრორუსულ რეჟიმს. ამიტომ, ყველაფერი ეს უნდა გაგრძელდეს და უნდა დაგვეხმაროთ, ჩავატაროთ ახალი არჩევნები იმიტომ, რომ სხვა გზა არ არსებობს ამ ღრმა კრიზისიდან საქართველოს ამოსვლისთვის. ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ახალი არჩევნები, რომელიც აუცილებლად შედგება. მე ამაში დარწმუნებული ვარ”

სრულად წაკითხვა