დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროსახელისუფლებო „იმედის“ შემოსავლები 2026 წლის მესამე კვარტალში (წინა კვარტალთან შედარებით) დაახლოებით 5,1 მილიონი ლარით შემცირდა. ეს შემოსავლის 63%-ით კლებაა.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე, სადაც მაუწყებლები საკუთარი შემოსავლების შესახებ უთითებენ ინფორმაციას.
„იმედის“ შემოსავლები კვარტლების მიხედვით:
2026 წელი:
- III კვარტალი - 2 970 507 ლარი;
- II კვარტალი - 8 073 415 ლარი;
- I კვარტალი - 10 829 042 ლარი.
პროსახელისუფლებო „იმედს“ შემოსავლებში კლება აქვს არამხოლოდ გასულ კვარტალთან, არამედ წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებითაც. ამ შემთხვევაში 11,4 მილიონ ლარზეა საუბარი, რაც 79%-ია:
2025 წელი:
- IV კვარტალი - 19 123 386 ლარი;
- III კვარტალი - 14 381 894 ლარი;
- II კვარტალი - 5 460 899 ლარი;
- I კვარტალი - 6 137 624 ლარი.
2026 წლის მე-3 კვარტალში სანქცირებული „იმედის“ ყველაზე მეტი რეკლამა მიიტანეს (100 000 - 500 000 ლარამდე თანხის):
- „ავერსი“;
- „ბორჯომი“;
- „კოკა-კოლა“;
- „პსპ“.
- 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია განაახლა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
- ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებამდე ორი კვირით ადრე, 2026 წლის თებერვალში, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „იმედი“ გაყიდა. არხის ახალი მფლობელია „პრაიმ მედია გლობალი“, რომელიც ბიზნესმენ ილია მიქელაიშვილს ეკუთვნის.
radiotavisupleba ახალი ამბები