Relevo-ს ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ფორვარდმა, როდრიგომ, "მანჩესტერ სიტის" საკმაოდ მომგებიანი შეთავაზება უარყო და ესპანურ გუნდში დარჩენა და ადგილის დამკვიდრება აირჩია.
კილიან მბაპეს გუნდში მოსვლის ფონზე, როდრიგოს მომავალი "თეთრებში" გაურკვეველი იყო, თუმცა, ბოლო პერიოდში, ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონებმა ბრაზილიელს სრული ნდობა გამოუცხადეს, რის შემდეგაც მან "სანტიაგო ბერნაბეუზე" დარჩენა გადაწყვიტა.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, გუარდიოლას კლუბი დანებებას არ აპირებს, გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" შეტევითი არსენალის გაძლიერებას გეგმავს და როდრიგოს შეძენას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთელ შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ 2024/25 წლების სეზონში ბრაზილიელის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 5 გოლი და 4 ასისტია.