ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
ტვ პირველის ცნობით, გამოვლენილია გადაცმული სუს-ის აგენტების ჯგუფი.
ლევან წეველიძე მომიტინგეებს ფოტოებს უღებს და “ხარებას” რაზმს უგზავნის, რომ მერე ნიღბიანმა რობოკოპებმა მათზე შური იძიონ. ლევან წეველიძეს “ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტმა სახლში მიაკითხა, თუმცა ეს უკანასკნელი დაიმალა.
კიდევ ერთი პირი, ვინც აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა, სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომელი, მალხაზ ბრეგვაძე აღმოჩნდა.
ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, სასტუმროსთან მობილიზებულ გადაცმული აგენტებს შორის ამოიცნეს ფილიმონ აბრამიშვილი, რომელიც ჭიათურის პოლიციიდან სკანდალით იყო გაშვებული და როგორც “შაბათის ეთერს” უყვებიან, ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის ლობირებით დააბრუნეს სისტემაში.
ასევე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” ოპოზიციის დასარბევად გომელაურმა გაუშვა პოლიციის მაღალჩინოსანი, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მირიან ქავთარაძე პოლიციის ის მაღალჩინოსანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ გლდანში ოპოზიციასთან ჩხუბის დროს მას ოპოზიციის ლიდერმა, ნიკა მელიამ უკბინა, რა დროსაც სულიერი ტკივილი განიცადა.
ოპოზიციას ჩასაფრება მოუწყო ნარკოდილერების მფარველობაში მხილებულმა პოლიციელმა, გიორგი პირველაშვილმა.
წყარო.- ტვ პირველი