ასამდე ქართველი მუსიკოსი და მუსიკალური ბენდი ავრცელებს მანიფესტის ტექსტს, რომლის მიხედვითაც ქართველი შემსრულებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აფიქრებინებთ მათ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი უნდა გაფართოვდეს და გადაიზარდოს საერთო გაფიცვაში.
მანიფესტზე ხელმომწერები გმობენ "პროტესტანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მაროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს".
მათ განცხადებით საქართველოში შექმნილ ვითარებაში, "სადაც ადამიანებს ყოველდღიურად დევნიან, სცემენ და უკანონოდ აკავებენ თავისუფლების ერთგულებისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო" შეუძლებელია დარჩნენ რეაგირების გარეშე.
"ერთის მხრივ, მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას. მეორეს მხრივ, სახელმწიფო ღონისძიებები იმართება არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმ ხალხისგან შევსებული ბიუჯეტით, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს სამშობლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე", - წერია მუსიკოსების მანიფესტში, რომელიც 5 დეკემბრის საღამოს გავრცელდა და, რომელსაც ხელს აწერენ:
- ნინო ქათამაძე
- მწვანე ოთახი
- თამადა
- Soft Eject
- მაია დარსმელიძე
- რობი კუხიანიძე & ჯგუფი Outsider
- ბექა გოჩიაშვილი
- Bedford Falls
- MOKUMOKU
- არა
- Creams
- Mechanical Rainbow
- ერეკლე დეისაძე
- Melqo
- Circus Mircus
- LOUDspeakers
- SKAZZ
- Killages
- 4D Monster Lobsters
- მებო ნუცუბიძე
- ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები
- გამოუვალი მდგომარეობა
- ჯგუფი ყველა
- Zviad Mgebry
- მურმან წულაძე
- Anushka Chkheidze
- Will Kolak
- Tape Visitors
- LIOwithILA
- Sexy Bicycle
- Lua
- Nikala
- Mellow
- AVARA
- ელენე გოგოძე
- კოლექტივი
- DEENA
- Postalion
- On The Road
- Tanu Stibellyus
- ONEFORTY
- დავით მუნჯიშვილი
- NAKASHA
- MISHVARDI
- Noki
- Hiver Den
- IAMNIKITA
- სამართ(ლ)ებელი
- ინდი მეწარმეები
- ქაჯი თოდია
- ბულბულა
- ნიკა ჩოხელი
- FLOWFLOW MAGAZINE
- გიო რუსია
- პინო
- Echo
- STUTTER
- MVYKL
- TOVLY
- SOPO
- Koa mohawke
- Process
- TRIGGER
- Amstrd.
- Process
- Progenol
- Dito
- ნათია სართანი
- Nuka Gabunia
- Kuji Tabaghua
- ლაშა ნათენაძე
- Sophie Villy
- 9Rhyme
- ANTICS,HEYS
- Anman
- ანიჩკა სიხარულიძე
- David Delgma
- Band E Roll
- მარიამ კუბანსკი
- ხუტა სალია
- ლევან სიდიანი
- ზუკა სიმონიშვილი
- Tetso
- თამთა მანძულაშვილი
- პელარგონია
- ბარბარე გრიშაშვილი
- თორნიკე ჯაფიაშვილი
- მირანდა ნამიჭეიშვილი
- ზურაბ კოსტავა
- RTNH
- გიგი კობერიძე
- ბექა ჩხარტიშვილი
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს. პოლიცია ფიზიკურად უსწორდება და აკავებს არა მხოლოდ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიან დემონსტრანტებსაც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.