ნაპოლიში სიტუაცია შეიცვალა და კლუბი აპირებს, რომ კვარასთან დათმობაზე წავიდეს, ამის შესახებ Corriere dello Sport-ი წერს.
ნაპოლიში გადაწყვიტეს, რომ ქართველ ფეხბურთელს სახელფასო მოთხოვნები დაუკმაყოფილონ და კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივონ.
როგორც გახსოვთ, ხვიჩას გარემოცვა ხელფასის სახით 8-9 მილიონ ევროს ითხოვს და აქამდე იწერებოდა, რომ ნაპოლი ამ წინადადებას არ მიიღებდა, ახლა კი საქმე რადიკალურად შეიცვალა.
გამოცემის მტკიცებით, ეს ყოველივე საახალწლოდ მოხდება და კლუბის საჩუქარიც ეს იქნება.