უმძიმესი ამბავი გუდაურში, გარდაიცვალა 12 ადამიანი - "ცხედრები რესტორნის მეორე სართულზე, მოწყობილ საძინებელ სივრცეში იქნა ნანახი" - შსს

1 week ago 9

გუ­და­ურ­ში მდე­ბა­რე ინ­დუ­რი რეს­ტორ­ნის მე­ო­რე სარ­თულ­ზე, მო­წყო­ბილ სა­ძი­ნე­ბელ სივ­რცე­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ამა­ვე ობი­ექ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლი 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 12 პი­რი­დან 11 უცხო ქვეყ­ნის, ხოლო ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა."ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ სა­ვა­რა­უ­დოდ უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა 12 პირი, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყეს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.
გუ­და­ურ­ში მდე­ბა­რე ინ­დუ­რი რეს­ტორ­ნის მე­ო­რე სარ­თულ­ზე, მო­წყო­ბილ სა­ძი­ნე­ბელ სივ­რცე­ში, ნა­ნა­ხი იქნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამა­ვე ობი­ექ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლი 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ცხედ­რებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ.

ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, შიდა, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო გე­ნე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც გუ­შინ, სა­ვა­რა­უ­დოდ მას შემ­დეგ ჩარ­თეს, რაც ობი­ექტს დე­ნის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა.გარ­დაც­ვლი­ლი 12 პი­რი­დან 11 უცხო ქვეყ­ნის, ხოლო ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ ექ­სპერტ - კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის გა­მო­კი­თხვე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. ასე­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო- სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყარო: ​palitravideo.ge​​​

სრულად წაკითხვა