ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ნეტგაზეთს“ პენიტენციურ სამსახურში უდასტურებენ.
პრესსამსახურის ცნობით, გარდაცვლილი 6-პირიან საკანში 5 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, 9 ოქტომბერს მისმა თანამესაკნეებმა ციხის თანამშრომლებს უთხრეს, რომ გარდაცვლილი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და ძირს სახით დაეცა.
უწყებაში გვითხრეს, რომ ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო, საკანში მივიდა დაწესებულების მედპერსონალიც, თუმცა როგორც უწყება ამბობს, პატიმრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პენიტენციური ამბობს, რომ გარდაცვლილი რამდენიმე დღის მოთავსებული იყო დაწესებულებაში.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
netgazeti