საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ის "ინსტაგრამზე" თბილისის ქუჩებში თავდასხმების ამსახველ ვიდეო კადრებს აქვეყნებს და წერს:
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს. სწორედ ამ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლამდე. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქციები იმართება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. აქციები ხშირად სრულდება სპეცრაზმის მიერ დარბევით. ამ დროის განმავლობაში დააკავეს ათობით ადამიანი, ასევე ნაცემია ათობით მოქალაქე. ნიღბიანი, უცნობი პირები 7 დეკემბერს თავს დაესხნენ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
წყარო: ambebi.ge/