წამება უნდა შეჩერდეს, ხოლო უსამართლოდ დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ- პაველ ჰერჩინსკი

1 week ago 7

ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. 16 დეკემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დამცველების საერთაშორისო დღეს. მე საქართველოში შევხვდი უფლებადამცველებს და მათ მითხრეს, რომ პროტესტის მონაწილეთა ცემა ხდება მას შემდეგ, რაც მათ დააკავებენ და ეს ნიშნავს წამებას. ეს უნდა შეჩერდეს, რადგან აბსოლუტურად მიუღებელია. ასევე უნდა იქნას გამოძიებული ის შემთხვევა, რომელიც თბილისის ქუჩებში ვნახეთ, როდესაც კრიმინალური ჯგუფები დარბოდნენ ქალაქში და ყველა პასუხისმგებელი ასეთ თავდასხმებზე უნდა იქნას პასუხისგებაში მიცემული, ხოლო ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ რაც შეიძლება მალე.

განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

სრულად წაკითხვა