“ხელს მკიდებს და მეუბნება, მპასუხობს – არ დაიღალო…” – თაკო ჩარკვიანი დედასთან საუბრის ემოციურ ისტორიას ჰყვება

1 week ago 4

სააგენტო "პარალელი"
“ხელს მკიდებს და მეუბნება, მპასუხობს – არ დაიღალო…” – თაკო ჩარკვიანი დედასთან საუბრის ემოციურ ისტორიას ჰყვება

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი დედასთან საუბრის ემოციურ ისტორიას ჰყვება:

დღეს დედაჩემს ჩავეხუტე, კისერში ჩავუძვერი, ვანილის სურნელთან ნარევი დედაჩემის სურნელი ვიგრძენი და ამოვიწკუტუნე: დავიღალეე… სიჩუმეა არაფერი მიპასუხა, უკვე ცუდად ესმის და ვიფიქრე რა კარგია, რომ ვერ გაიგო რა ვუთხარი თქო (თორემ წვრილად გამომკითხავდა )…

ცოტა ხანში ყავა მთხოვა ერთად დავლიოთო, მოვადუღე პაწაწუნა ჭიქით ვასმევ ხოლმე, (ბავშვობაში თოჯინის სათამაშო ფაიფურის ჩაის ჭიქები მქონდა და იმ ჭიქებიდან შემორჩენილი დამტრვევას გადარჩენილი ჭიქაა😊 ჰოდა ამ ჭიქით მოვუტანე, ბევრი რომ არ მოგვივიდეს ამ ჭიქით ვასმევთ ხოლმე ყავას ) მეც მოვიდუღე ჩემთვის ყავა და ჩამოვუჯექი საწოლთან.

-აქ ხარ? მეკითხება (5 წელია ვეღარ ხედავს მძიმე გლაუკომის გამო)
-კი აქ ვარ – ვპასუხობ… ხელს მკიდებს და მეუბნება, მპასუხობს – არ დაიღალო… 😊
ოთახში ყავის სურნელია, ბრმა დედაჩემის ხელი მიჭირავს მათბობს, ვუყურებ ჩემი ბავშვობის გულუბრყვილობას – “პატარა ჭიქას” და 89 წლის, სიბრმავით და ტკივილებით დაღლილი დედაჩემის სიმტკიცეს…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

“ხელს მკიდებს და მეუბნება, მპასუხობს – არ დაიღალო…” – თაკო ჩარკვიანი დედასთან საუბრის ემოციურ ისტორიას ჰყვება
პარალელი

სრულად წაკითხვა