მას შემდეგ რაც „ჟოლოში“, ურთიერთობების შესახებ, ჩემი რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა, პირად შეტყობინებაში ქალბატონების მესიჯები მომდის, ურთიერთობების სხვადასხვა ისტორიებს მწერენ და რჩევებს მეკითხებიან… აინტერესებთ, თუ როგორ ააწყონ ბედნიერი ურთიერთობები, ამიტომაც გადავწყვიტე ცალკე სტატია მივუძღვნა მამაკაცისა და ქალის ურთიერთობას... უნდა ითქვას, რომ წყვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და კომუნიკაციაზეა დაფუძნებული.
მაშ ასე ჯანსაღი ურთიერთობის 10 ძირითადი წესი
1. ღია და თავისუფალი დიალოგი წყვილს შორის
ეს არის საკუთარი აზრების და გრძნობების გულწრფელად გამოხატვის უნარი, როცა არ გაქვს შიში იმისა, რომ ვერ გაგიგებს, არ დაგცინებს, ასევე აუცილებელია თავადაც მოუსმინო და გაუგო მეორე ნახევარს.
2. ურთიერთპატივისცემა
ყოველთვის გაითვალისწინეთ ერთმანეთის აზრები, გრძნობები და პირადი საზღვრები. პარტნიორის ღირებულებების დანახვა და მათი აღიარება, ასევე პარტნიორის აზრისა და საზღვრების პატივისცემა ერთ-ერთი უმთავრესია.
3. ნდობა
ჯანსაღი ურთიერთობისთვის აუცილებელია ერთმანეთის მიმართ ნდობა და თანაცხოვრება ეჭვის გარეშე. ზუსტად ნდობაა საფუძველი იმისა, რაზედაც გრძელვადიანი ურთიერთობა შენდება.
4. პირადი სივრცე:
მიეცით ერთმანეთს დრო და სივრცე საკუთარი ინტერესებისთვის და ჰობისთვის. თუ პარტნიორი ამბობს, რომ სჭირდება განმარტოება ან საკუთარ ინტერესებზე ფოკუსირებ, შურის და ეჭვის გარეშე მიეცით მას ამის საშუალება 🙂
პირადი სივრცე არ ნიშნავს დისტანციას, პირიქით ეს ურთიერთობის ბალანსისთვის აუცილებელი პირობაა. სწორი საზღვრებისა და პირადი სივრცის შენარჩუნება ურთიერთობას აძლიერებს და მას ხანგრძლივს ხდის.
5. მხარდაჭერა
იყავით პარტნიორის მიზნებისა და ოცნებების ერთგული და ყოველთვის მხარი დაუჭირეთ მას.
ჯანსაღი ურთიერთობის მთავარი ასპეკტი არის ერთმანეთის მხარდაჭერა, როგორც გაჭირვებაში, ასევე წარმატებაში. წყვილები მზად უნდა იყვნენ ერთმანეთს დახმარება გაუწიონ როცა საჭიროა და ასევე ისე გულწრფელად გაუხარდეთ მეორენახევრის მიღწევები, როგორც საკუთარი თავის, მისცენ მოტივაცია მიზნის მისაღწევად და ერთად იმუშაონ საერთო ღირებულებებზე.
6. კონფლიქტის კონსტრუქციული გადაწყვეტა
მოდით ვთქვათ, რომ კონფლიქტები გარდაუვალია, მაგრამ კონსტრუქციულად მოგვარების გზამ შეიძლება უფრო გააძლიეროს ეს ურთიერთობა. მოერიდეთ მეორენახევრის კრიტიკას, დამცირებას… მიუდექით უთანხმოებას მშვიდად, რათა იპოვოთ გამოსავალი, რომელიც ორივეს დააკმაყოფილებს, მზად იყავით კომპრომისზე წახვიდეთ, დაუთმეთ, რათა ჰარმონია შეინარჩუნოთ ურთირთობაში.
7. პატიება
შეცდომების შემთხვევაში ისწავლეთ პატიება და პრობლემების გადაჭრა კონფლიქტის გარეშე. პატიება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანსაღ ურთიერთობაში, აქ არ იგულისხმება დავაიგნოროთ პრობლემა ან თავი გავიმართლოთ, არამედ გავუშვათ წყენა და ვიმუშაოვოთ იმაზე, რომ აღდგეს ნდობა.
პატიება კურნავს ნეგატურ და დაძაბულ მდგომარეობას, უნდა ვისწავლოთ აღიარება და ვიყოთ გულწრფელი ჩვენს პარტნიორთან, და რაც მთავარია არ გავიხსენოთ და არ წამოვაძახოთ წინა უსიამოვნო ფაქტები.
8. სამომავლო ერთობლივი გეგმები
საერთო მიზნები და გეგმები ძალიან ამყარებს ურთიერთობებს, ეს საშუალებას აძლევს პარტნიორებს ერთი მიმართულებით იარონ, ასევე ხედავდნენ თუ როგორ იქნებიან ერთად გრძელვადიან პერსპექტივაში. გადაწყვეტილებები მიიღეთ ერთად, ისე, რომ ორივე მხარე თანაბრად იყოთ ჩართულნი.
9. ბალანსი
ბალანსი იმისა, თუ რას გასცემ და რას იღებ? ჯანსაღ ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ბალანსი თუ რას გასცემ და რას იღებ… ეს არ გეგონოთ მხოლოდ მატერიალური მხარე, ეს არის ემოციები,ყურადრაბა, მხარდაჭერა სიყვარული…
10. გრძნობების გამოხატვა
არ დაიშუროთ სიყვარულის, მადლიერებისა და სითბოს გამოხატვა ყოველდღიურად.
ჯანსაღი ურთიერთობა გულისხმობს ორივე პარტნიორისგან ერთგულებას, ყურადღებას და ზემოთაღნიშნული წესების დაცვას, რაც ორი ადამიანის ერთობლივი შრომის შედეგია, რომელიც მუდმივ განვითარებასა და კომუნიკაციას მოითხოვს. ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ შექმნათ გრძელვადიანი ბედნიერი და ჰარმონიული ურთიერთობა!!!
ლალი სანაკოევა