10 ქვეყანა, საიდანაც მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

2 days ago 8

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 291.86 მლნ აშშ დოლარი (811.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 3.9%-ით მეტია 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გასული ხუთი თვის მსგავსად, მარტშიც ყველაზე მეტი (მთლიანად ჩარიცხული თანხის 18.85%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა – 55.01 მლნ აშშ დოლარი, რაც 21.7%-ით მეტია 2024 წლის მარტთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (17.29%), საიდანაც  გასულ თვეში 50.46 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.06%-ით მეტია.

მესამე ადგილზეა რუსეთი (12.97%) 37.84 მლნ აშშ დოლარით – ეს 2024 წლის მარტთან შედარებით 29.06%-იანი კლებაა.

ქვეყნები, საიდანაც წინა თვეში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  1. აშშ – $55.01 მლნ;
  2. იტალია – $50.46 მლნ;
  3. რუსეთის ფედერაცია – $37.84 მლნ;
  4. საბერძნეთი – $24.45 მლნ (ზრდა 14,79%);
  5. გერმანია – $24.34 მლნ (ზრდა 19,16%);
  6. ისრაელი – $21.47 მლნ (ზრდა 1,81%);
  7. თურქეთი – $8.62 მლნ (ზრდა 3,51%);
  8. ყირგიზეთი – $7.02 მლნ (ზრდა 154,83%);
  9. ესპანეთი – $6.96 მლნ (ზრდა 22,29%);
  10. ყაზახეთი – $6.59 მლნ (კლება, -44,26%).

უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების 92,2% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც საქართველოში გასულ თვეში 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა.

2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთის ქვეყნებში 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (29.6 მლნ აშშ დოლარი) 8,5%-ით მეტია.

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა