14 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა კრივოი როგზე რუსული ბალისტიკური რაკეტის იერიშის შედეგად

1 week ago 14

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და ორმოცდაათზე მეტი დაშავდა კრივოი როგში, რუსული ბალისტიკური რაკეტის საცხოვრებელ უბანზე დაცემის შედეგად. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობითდაღუპულთაგან ხუთი ბავშვია.

მსხვერპლის რაოდენობა ბოლო ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა.
"მშვიდობიან მოსახლეობასთან მებრძოლი ნაძირალების მორიგი ტერორი. კრივოი როგში 12 ადამიანი დაიღუპა... დაჭრილთა რაოდენობა ზუსტდება. ქალაქში გაჩნდა ხანძრები. დაზიანდა მაღლივი შენობები", - წერს დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი.

მოგვიანებით, ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ დაღუპულთა შორის სამი ბავშვი იყო.

კრივოიროგელმა პოლიტიკოსმა ალექსანდრე ვილკულმა დასძინა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტის იერიშის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დაახლოებით 20: 00 საათზე, კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

"სამწუხაროდ, უკვე გარდაიცვალა 14 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. დარტყმის ადგილთან ახლოს სათამაშო მოედანი იყო", - დასძინა ვილკულმა.

ბალისტიკურ რაკეტასთან დაკავშირებულ საფრთხესთან დაკავშირებით საჰაერო განგაში კრივოი როგში 18.50 საათზე გამოცხადდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მიიღეს ინფორმაცია რაკეტის მოფრენის შესახებ.

ეს ბოლო ორ დღეში კრივოი როგზე განხორციელებული მეორე გამანადგურებელი სარაკეტო იერიშიია.

2 აპრილს ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი- როგზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ რუსეთის არმია სრულმასშტაბიანი ომის დროს ახორციელებს მიზანმიმართულ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს საავადმყოფოებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ობიექტებს.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დარტყმებს რუსეთის ფედერაციის ომის დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ ამ დარტყმებს მიზანმიმართული ხასიათი აქვთ.
გაერომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ წლის დასაწყისიდან უკრაინაში 413 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაშავდა. 2025 წლის პირველ სამ თვეში მსხვერპლთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.

სრულად წაკითხვა