უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მეორადი ჩარიცხვებისთვის განაცხადების შეტანა 14 სექტემბრიდან დაიწყება და 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას აქვეყნებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ვის შეეძლება განაცხადის გაკეთება?
უნივერსიტეტებში: ვინც თითოეულ საგანში გადალახა მინიმალური ზღვარი, მაგრამ ვერ ჩაირიცხა ვერცერთ უნივერსიტეტში;
კოლეჯებში: ვინც ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
როდის გამოქვეყნდება ვაკანტური ადგილები?
გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლებული ცნობარი 11 სექტემბერს გამოქვეყნდება.
როდის უნდა შეივსოს განაცხადი?
14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები