გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ დარტყმები განახორციელა უკრაინის რეგიონებზე. ხერსონის ოლქს ესროლეს 8 მართული ბომბი - იუწყება რეგიონის პროკურატურა. დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, დაიჭრა ორი პირი, მათ შორის 14 წლის მოზარდი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სატრანსფორტო საშუალებები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ქალაქ კრივოი როგში რუსეთის დარტყმის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი. დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი. გაჩენილი ხანძრების ჩაქრობა მოხერხდა - იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.
დრონებით შეტევას დაექვემდებარე ოდესის ოლქის ქალაქი ჩერნომორსკი. დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი.
ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, 300-ზე მეტჯერ გახდა ცეცხლის სამიზნე. იუწყებიან დიდძალი ნგრევის შესახებ, მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ჩერნიგოვში რუსეთის დრონი მოხვდა მაღალსართულიან სახლს, გაჩნდა ხანძარი. დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
დრონების მასშტაბური შეტევის სამიზნე იყო სუმი, არის ნგრევა, დაზიანდა ელექტროსადენები.
დრონების და არტილერიის შეტევების სამიზნე გახდა ნიკოლაევის ოლქიც.