16 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – რას ამბობს ექიმი თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე დაჭრილ ბიჭზე

1 week ago 7

ექიმმა ხათუნა ხუფენიამ 16 წლის დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ექიმის თქმით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის კი მკურნალობა რეანიმაციულ დეპარტამენტში გრძელდება.

“ამ წუთისთვის პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. პაციენტი შემოყვანილი იქნა ახლობლების მიერ ჩვენს კლინიკაში, მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა.

გაკეთდა გადაუდებლად ოპერაცია. სასიცოცხლო ჩვენებით, მასიური დანაკარგიდან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ დეპარტამენტში”, – განაცხადა ხათუნა ხუფენიამ “რუსთავი 2-თან“.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 23 დეკემბერს, ზესტაფონის ქუჩაზე, 16 წლის მოზარდი დაჭრეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

სრულად წაკითხვა