18-მდე გაიზარდა იმ ბრიტანელი დეპუტატების რაოდენობა, ვინც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს

12 hours ago 2

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილს წინადადება “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თavმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ, 18 დეპუტატი აწერს ხელს. ინიციატივაზე ხელმომწერთა პარტიული შემადგენლობა მრავალფეროვანია – მათ შორის არიან როგორც ლიბერალ-დემოკრატები, ისე ლეიბორისტული პარტიისა წვერი და დამოუკიდებელი დეპუტატი.

ინიციატივა 13 იანვარს, 6-მა დეპუტატმა წარადგინა, მალევე ხელმომწერთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, 18 იანვრის მონაცემებით კი მას 18 ადამიანი აწერს ხელს.წინადადების განხილვა საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

“პატარა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართvელოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტების მზარდი პრაქტიკის გამო. გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსეთის გავლენების ზრდის ხელშეწყობაში. აღნიშნავს, რომ აშშ-მ დაასანქცირა ივანიშვილი და მოუწოდა დიდ ბრიტანეთსაც იგივეს გაკეთებისკენ, რათა აჩვენოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიის უკანდახევის გამო. მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და ჰქონდეს უფრო მჭიდრო პარტნიორობა ევროკავშირის წევრებთან რუსეთის ჩარევების საწინააღმდეგოდ”, – წერია თემთა პალატაში წარდგენილ ინიციატივაში.

ინიციატივას ხელს აწერენ შემდეგი დეპუტატები:

16 იანვარს, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც წინასწარ გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთი, მოსალოდნელი სანქციების გამო. ამ შემთხვევაშიც, პარტია არ ღალატობს ჩვეულ რიტორიკას ე.წ. გლობალური ომის პარტიისა და “დიფ სთეითის” შესახებ და აცხადებს, რომ “დიდი ბრიტანეთი ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი”.

პოლიტსაბჭოს განცხადებიდან მეორე დღეს, 17 იანვარს, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა ბრიტანეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები როგორც ივანიშვილს, ისე მისი ოჯახის წევრებს.

გასული წლის ბოლოს, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს: მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილს, გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს.

ფოტო: Tolga Akmen/EPA
სრულად წაკითხვა