13 იანვარი ლიეტუვის თავისუფლების დამცველთა დღეა – ამასთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“1991 წლის 13 იანვარს, მამაცმა და ერთიანმა ლიეტუველმა ხალხმა მათი დამოუკიდებლობა დაიცვა. ამ მნიშვნელოვან დღეს, საქართველო დგას ლიეტუვისა და ლიეტუველი ხალხის გვერდით! საქართველო ყოველთვის გრძნობს ლიეტუვის ძლიერ მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე.” – წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.1
3 იანვარი ლიეტუვის თავისუფლების დამცველთა დღეა, რომელიც 1991 წელს მომხდარ ტრაგიკულ ამბავს უკავშირდება. ოცდახუთი წლის წინ, 11-დან 13 იანვრის ჩათვლით, დედაქალაქ ვილნიუსში საბჭოთა ჯარების შესვლის შედეგად, 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 702 კი დაშავდა.