20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქაშმირის ინდურ ნაწილში ტერორისტების მიერ ტურისტებზე თავდასხმის შედეგად

3 hours ago 1

სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ტურისტების ჯგუფს ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე.

თავდასხმა მოხდა პაჰალგამში, ჰიმალაის მთებში მდებარე პატარა ქალაქში, რომელიც თავისი ლამაზი ხედებითაა ცნობილი და მას „ინდოეთის შვეიცარიასაც“ უწოდებენ ხოლმე. გაზეთი Indian Express პოლიციის ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლი ორმა ან სამმა პირმა გახსნა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ვინაობა ჯერ უცნობია.

„როიტერსის“ ცნობით პასუხისმგებლობა თავდასხმაზე აიღო ნაკლებად ცნობილმა სამხედრო დაჯგუფებამ სახელად "ქაშმირის წინააღმდეგობა". მათ სოციალური მედიით გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც უკმაყოფილებას გამოთქვამდენენ, რომ 85000-ზე მეტი "გარედან ჩამოსული" დასახლდა რეგიონში, რამაც გამოიწვია "დემოგრაფიული ცვლილება". „ძალადობა იქნება მიმართული მათ მიმართ, ვინც აქ უკანონოდ დასახლებას ცდილობს“, - ნათქვამია განცხადებაში. ამ განცხადების ნამდვილობის გადამოწმება „როიტერსმა“ ვერ შეძლო.

მუსლიმებით დასახლებულ რეგიონში ხანგრძლივი აჯანყება მიმდინარეობს, თუმცა ძალადობა ბოლო წლებში შემცირდა.

ინდოეთის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყები რეგიონში 1989 წელს დაიწყო და მან დღემდე ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების და უსაფრთხოების ძალების. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში აქ შედარებით სიმშვიდე იყო.

ქაშმირი 1947 წლიდანაა გაყოფილი ინდოეთსა და პაკისტანს შორის, მას შემდეგ, რაც მათ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს, თუმცა ორივე მხარე პრეტენზიას აცხადებს რეგიონის სრულ კონტროლზე.

სრულად წაკითხვა