ოფიციალურად: ფრანკო მასტანტუონო მადრიდული გრანდის მოთამაშე გახდა.
ამ ტრანსფერით ის პირველი არგენტინელი ფეხბურთელია, რომელიც „რეალმა“ 2010 წლის შემდეგ შეიძინა. ბოლოს ეს პატივი ანხელ დი მარიას ხვდა წილად — და ისიც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა.
ტრანსფერის ღირებულება: €63.2 მილიონი ევრო — ეს თანხა არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში უმაღლეს სატრანსფერო ნიშნულად ითვლება.