2026 წლის ივლისის „ფულის ცხრიანის“ ყველაზე ძლიერი თარიღები

1 hour ago 5

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 
„2026 წლის ივლისში ფულის „ცხრიანის“ ყველაზე ძლიერი თარიღები
  გიზიარებთ ივლისის ყველაზე ხელსაყრელი დღეების კალენდარს „ფულის ცხრიანის“ პრაქტიკისთვის.
  შეინახეთ ეს კალენდარი, რომ საჭირო დროს გამოიყენოთ.
თუ დაგავიწყდათ, როგორ სრულდება ეს პრაქტიკა, გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას:
  რომელ ხელზე უნდა დაიხატოს?
— დახატეთ სამუშაო ხელით საპირისპირო ხელის მაჯის შიდა მხარეს. თუ მემარცხენე ხართ — მარცხენა ხელზე, ხოლო თუ ცაცია — მარჯვენაზე.
 მნიშვნელოვანია, რომ გამოსახულ „ცხრიანს“ 9 კუთხე ჰქონდეს.
  რა ფერის უნდა იყოს?
— წითელი ან მწვანე ფერის კალმით, მარკერით ან ფლომასტერით. ითვლება, რომ ყველაზე ეფექტურად წითელი ფერი მუშაობს.  
  რამდენჯერ შეიძლება შესრულება?
— პრაქტიკის ჩატარება თვეში სამ ჯერზე მეტად არ არის რეკომენდებული.
  როგორ უნდა დაიხატოს?
— მაჯის შიდა მხარეს, ერთი უწყვეტი მოძრაობით, კალმის აუღებლად.
  რიტუალის დასრულების შემდეგ ხმამაღლა თქვით:
„ვაპროგრამებ საკუთარ თავს ფულის მისაღებად.“
შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ფული თავისუფლად შემოდის და მუდმივად მრავლდება.
  „ცხრიანის“ მაშინვე წაშლა საჭირო არ არის. თუ დროთა განმავლობაში წაიშლება, ამ პრაქტიკის მიმდევრების რწმენით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს",- წერს იოსელიანი. 
 

წყარო: ​primetime.ge​​​

სრულად წაკითხვა