WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2026 წლის 7 სექტემბერს თბილისის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ თურქული კომპანიების ჯგუფ EYE-სთან გააფორმა თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება.

  • ტენდერი ჯერ 2025 წელს გამოცხადდა, თუმცა ჩაიშალა, 2026 წლის 13 თებერვალს კი ხელახლა გამოაცხადეს. წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა;
  • სამ თურქულ კერძო და ერთ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას შორის თბილისის მერიამ არჩევანი თურქულ კომპანიაზე ივლისში გააკეთა;
  • ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi - მან 287 654 321 ლარად უნდა დააპროექტოს და გაიყვანოს ხაზი დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“.

სამი ეტაპი და 3-4 წელი

„იდეიდან და დაპირებიდან გადავდივართ კონკრეტულ საქმეზე“, - თქვა კალაძემ 7 სექტემბერს.

„ჩვენ ვაბრუნებთ ტრამვაის იმისთვის, რომ თბილისს მომავლის სატრანსპორტო სისტემა შევუქმნათ“, - განაცხადა მან.

მისი განცხადებითვე, პროექტი შედგება 3 ძირითადი ეტაპისგან:

  1. კონცეპტუალური პროექტის მომზადება
  2. დეტალური პროექტირება
  3. სამშენებლო სამუშაოები.

„სამივე ეტაპის ჯამური ვადა გახლავთ 36 თვე“, - განაცხადა კახა კალაძემ 7 სექტემბერს. 36-თვიანი ვადა 2029 წლის 7 სექტემბერს იწურება.

„ხოლო ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება მომდევნო 4 წლის განმავლობაში იგეგმება“, - თქვა დედაქალაქის მერმა.

სად გაივლის ტრამვაი?

ტრამვაის ამ ხაზმა - 7.5-კილომეტრიანმა მონაკვეთმა - დიდი დიღომი დიდუბეს უნდა დაუკავშიროს.

  • ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან;
  • გაივლის დავით აღმაშენებლის ხეივანს;
  • გავლის დიღმის მასივს;
  • დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას.

7.5 კმ-იანი ხაზის გაყოლებაზე უნდა მოეწყოს 11 გაჩერება.

დიდი დიღმის დიდუბესთან დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზი, რომლის გაყვანასაც კალაძე კვლავ დაპირდა მოსახლეობას

დიდი დიღმის დიდუბესთან დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზი, რომლის გაყვანასაც კალაძე კვლავ დაპირდა მოსახლეობას

კალაძე მოქალაქეებს „დისკომფორტზე“ აფრთხილებს

კახა კალაძემ თქვა, რომ „ტრამვაის ერთი ხაზი თბილისის ყველა სატრანსპორტო გამოწვევას ვერ გადაწყვეტს, თუმცა დიდი ცვლილებები ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება“.

„წინ რთული სამუშაო პროცესი გველოდება. ასეთი მასშტაბის პროექტს აუცილებლად ახლავს დისკომფორტი, ამიტომ დღესვე მინდა თბილისელებს ვუთხრა, ყველა ეტაპზე მოგაწვდით ინფორმაციას მოძრაობის ცვლილებებისა თუ სამუშაოების შესახებ“, - თქვა მან.

„თუმცა როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს. მთავარი ისაა, რა რჩება პროცესის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა მერმა.

ვინ არის კონტრაქტორი

ტენდერში გაიმარჯვა თურქეთში რეგისტრირებულმა „ერთობლივმა საწარმომ“, რომელიც სამ სუბიექტს აერთიანებს. ესენია კომპანიები, Emre Ray, Yüksel და Erk.

7 სექტემბერს გაფორმებულ კონტრაქტს ხელს აწერენ:

  • თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი;
  • კონტრაქტორის, EYE-ს წარმომადგენელი - მხრიდან ჰალიტ ემრე ილმაზმა მოაწერეს ხელი.

EmreRay Enerji არის საშუალო ზომის, კერძო თურქული კომპანია, რომლის სამუშაო სფეროებიც, მისი ვებსაიტის თანახმად, არის სარკინიგზო da ტრამვაის ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაციები და საკაბელო ქსელები, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ..

საიტის თანახმადვე, განხორციელებულ პროექტებს შორისაა თურქეთში არაერთი სარკინიგზო პროექტი, მათ შორის ჩქაროსნული რკინიგზისა; ჰიდროელექტროსადგურები, მათ შორის ერზერუმის 7.3-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური.

მერის დაპირება

თბილისში ტრამვაის დაბრუნება დედაქალაქის მოქმედი მერის, კახა კალაძის დაპირებაა. ამის შესახებ მან თვითმმართველობის არჩევნებამდე 1,5 თვით ადრე ისაუბრა.

ტრამვაის დაბრუნების გეგმებამდე კი კახა კალაძე, - რომელიც დედაქალაქის მერი უკვე მესამე ვადით არის, - საუბრობდა მიწისზედა მეტროზე, რომელსაც სამგორი ლილოს დასახლებასთან და აეროპორტთან უნდა დაეკავშირებინა.

2018 წლის ეს დაპირება ჯერ არ შესრულებულა.

გარდა ამისა, იყო სხვა დაპირებებიც:

  • მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრსა“ და „მარჯანიშვილზე“ მეორე ამოსასვლელების მოწყობა - არც ეს დაპირება შესრულდა.
  • თბილისის მერიას უკვე გადაეცა 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები, თუმცა ავტობაზის მშენებლობა, რომლითაც ეს ტრანსპორტი ხაზებზე უნდა გავიდეს, ჯერ არ დასრულებულა - ვადამ რამდენჯერმე გადაიწია.