21 წლის მამაკაცი, რომელიც მარნეული-ბოლნისის გზაზე 2 არასრულწლოვანს დაეჯახა, დაკავებულია

1 month ago 13

1

შსს-ს ცნობით, 21 წლის მამაკაცი, რომელიც მარნეული-ბოლნისის გზაზე 2 არასრულწლოვანს დაეჯახა, დაკავებულია:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

სრულად წაკითხვა